რეზონანსი
(23.11.2024)

56 წლის ქართველმა ქალმა, რომელიც გერმანიაში ტურისტული სააგენტოს მფლობელი იყო, ნიურნბერგის სასამართლოში აღიარა, რომ თავისი ბიზნესსაქმიანობა გერმანიაში ქართველების არალეგალური გზით შეყვანისთვის გამოიყენა.

სასამართლომ მას 3 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ქალმა შექმნა „სრული პაკეტის" ტიპის სერვისი, რომელიც მოიცავდა ყალბი დოკუმენტების დამზადებას, ფრენების ორგანიზებას და სამუშაო ადგილების მოძიებას. თითოეული ადამიანისთვის ამ „სერვისის" საფასური 150-200 ევროს შეადგენდა.

საქმეში ფიგურირებს კიდევ ერთი ქალი - ნიურნბერგის ერთ-ერთი რესტორნის მფლობელი, რომელმაც არალეგალების დასაქმებაში მიიღო მონაწილეობა. მას 15 600 ევროს ოდენობის ჯარიმა დაეკისრა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე