რეზონანსი
(22.11.2024)

ქართველი სტუდენტებისთვის სოლიდარობის გამოხატვის მიზნით, ოპოზიციური სპექტრი ხვალ, 23 ნოემბერს, 15:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში შეიკრიბება. 

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, სწორედ ხვალ გახდება ცნობილი ოპოზიციის გეგმის შესახებ, თუ კონკრეტულად რა ნაბიჯების გადადგმას აპირებენ ხელისუფლების ოპონენტები 24-25 ნოემბერს. 

"მთავარი თარიღი არის 24-25 და 25-26-იც შეიძლება. დეტალურად ხვალ გეტყვით ყველაფერს. ხვალ, 15:00 საათზე ვიკრიბებით უნივერსიტეტში. ეს არის სტუდენტებისთვის სოლიდარობის გამოხატვა ოპოზიციური პარტიების მხრიდან. ჩვენ, ოპოზიცია გეტყვით, რას ვგეგმავთ კვირას და ორშაბათს. მერე უკვე სიტუაციაზეა დამოკიდებული. რაც ყველაზე მთავარია, ძალიან ბევრი უნდა ვიყოთ", - ამბობს გიორგი ვაშაძე.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე