რეზონანსი
(22.11.2024)

რუსული გამოცემა TASS იტყობინება, რომ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ აფხაზეთის ტეროტირია დატოვა. 

"ამჟამად აფხაზეთში არ ვიმყოფები, მივემგზავრები მოსკოვში რამდენიმე დღით", - უთხრა მან გამოცემას.

ცნობისთვის, 19 ნოემბერს, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა მოლაპარაკებების შემდეგ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ე.წ. პრეზიდენტი, ასლან ბჟანია„თანამდებობიდან“ გადადგა. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე