რეზონანსი
(22.11.2024)

ჩვენ, კლასიკური გაგებით, ოპოზიცია არ გვყავს, ეს არის მავნებელთა ჯგუფი და გაერთიანება, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ არის შეკრული, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის თქმით, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის გაუქმებას ვინც ითხოვს, მათი მიზანი ხალხის გაღიზიანებაა.
„მათი ამოცანაა, ხალხი გააბრაზონ, იქნებ, როგორმე დაპირისპირების ის ხარისხი შექმნან, რაც ვითარებას სისხლის ღვრამდე მიიყვანს. ეს ერთ-ერთი მეთოდია იმ მრავალი მოღალატეობრივი ნაბიჯებიდან, რასაც მუდმივად და ინტენსიურად იყენებენ ქვეყნის წინააღმდეგ", - განაცხადა გია ვოლსკიმ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



