რეზონანსი
(21.11.2024)

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ისრაელის პრემიერმინისტრის, თავდაცვის ყოფილი მინისტრისა და ჰამასის სამხედრო მეთაურის მიმართ დაკავების ორდერები გასცა.

ჰააგის სასამართლოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ წინასასამართლო პალატამ ისრაელის საჩივარი უარყო და ბენიამინ ნეთანიაჰუსა და იოავ გალანტის დაკავების ორდერები გასცა. ორდერი ასევე გაცემულია მოჰამედ დეიფის მიმართ, თუმცა ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ ის ივლისში ღაზაში საჰაერო დარტყმის დროს მოკლეს.

მოსამართლეების მოსაზრებით, არსებობს "გონებრივი ეჭვი", რომ სამივე პირს სამხედრო დანაშაულებსა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ. ისრაელიც და ჰამასიც ბრალდებებს უარყოფენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე