რეზონანსი
(21.11.2024)

ბათუმში, ბაგრატიონისა და ლერმონტოვის ქუჩების კვეთაში, ერთმანეთს 4 ავტომობილი შეეჯახა. დაშავდა 4 ადამიანი. ოთხივე მათგანი კლინიკაში გადაიყვანეს.

დაშავებულთა შორისაა ორსული ქალი. მას უკვე ჩაუტარდა გამოკვლევები. დედის და ბავშვის სიცოცხლეს საფრთე არ ემუქრება. 

ადგილზე იმყოფებოდნენ საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ჯგუფები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე