რეზონანსი
(20.11.2024)

თბილისის საქალაქო სასამართლომ 19 ნოემბერს, ჭავჭავაძის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებული ისაკო დევიძე 8 დღით პატიმრობაში გაუშვა.

გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე კობა ჩაგუნავამ გამოაცხადა. 

შეგახსენებთ, 19 ნოემბრის აქციის დაშლისას დაკავებული ერთ-ერთი აქტივისტი, ირკალი ანდღულაძე თბილისის საქალაქო სასმართლომ 2 700 ლარით დააჯარიმა.

ამ წუთებში კი თბილისის საქალაქო სასამართლოში 19 ნოემბრის დილას, ჭავჭავაძის გამზირზე აქციის დაშლისას დაკავებული 13 აქტივისტიდან 1-ის სასამართლო პროცესი კვლავ მიმდინარეობს.

ცნობისთვის, სამართალდამცველებმა 19 ნოემბერს საპროტესტო აქციის 16 მონაწილე დააკავეს. მათგან სამი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლეს. 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე