რეზონანსი
(20.11.2024)

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ნატო-ში აშშ-ის ელჩად მეთიუ უიტეკერი წარადგინა. ამის შესახებ ტრამპის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„მეთიუ ძლიერი მებრძოლი და ერთგული პატრიოტია, რომელიც უზრუნველყოფს აშშ-ის ინტერესების გატარებას და დაცვას. მეთიუ გაამყარებს ურთიერთობებს ნატო-ში ჩვენს მოკავშირეებთან, მტკიცედ იდგება მშვიდობისა და სტაბილურობის საფრთხეებთან პირისპირ. ის წინ დააყენებს ამერიკას”, – ნათქვამია განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე