რეზონანსი
(20.11.2024)

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინისათვის ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების მიწოდება დაუშვა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გაზეთი The Washington Post-ი ავრცელებს.

როგორც ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა განუცხადეს The Washington Post-ს, ბაიდენის ადმინისტრაცია ღრმად შეშფოთებულია რუსეთის თავდასხმებით უკრაინის ფრონტის ხაზზე და რუსეთის წინსვლის შეფერხების აუცილებლობას ხედავს.

პენტაგონს მიაჩნია, რომ ნაღმების მიწოდება ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ნაბიჯია, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციას შეუძლია გადადგას რუსეთის შეტევის შენელებისთვის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე