რეზონანსი
(20.11.2024)

თბილისში, ე.წ. გლდანის ხიდებთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მომხდარი ავარიის შედეგად, 5 ადამიანი დაშავდა, დაზიანდა რამდენიმე ავტომობილი.

არსებული ინფორმაციით, დაზიანებები მსუბუქია და დაზარალებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება.

გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე