რეზონანსი
(20.11.2024)

ამ მომენტისთვის მელიქიშვილისა და ჭავჭავაძის გამზირებზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია. აქციის მონაწილეებმა ტერიტორია მას შემდეგ დატოვეს, რაც „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ მათ დროებით დაშლისკენ მოუწოდა.

მისი თქმით, დღეს ან ხვალ მოიფიქრებენ ისეთ რამეს, რაც ხელისუფლებისთვის სიურპრიზი იქნება და მათ მწყობრიდან გამოიყვანს.

ტერიტორიას ტოვებენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებიც.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე