რეზონანსი
(19.11.2024)

არ გვინდა დაპირისპირება, მაგრამ იმისათვის, რომ მშვიდობიანად, ადეკვატურად აგრესიულად, არაძალადობრივად შევცვალოთ რეჟიმი, მალევე დავიწყოთ ამ სახელმწიფოს განვითარება, რაც არის მთავარი ამოცანა, ჩვენ გვჭირდება სიმრავლე, მტკიცე პოზიციის დაფიქსირება თბილისის ქუჩებში და ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, - მიმართა "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მლიამ ჭავჭავაძის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს.

"ჩვენ გაგვაერთიანა მიზანმა და ჩვენი მიზანი არის საქართველო. ის საქართველო, სადაც თავისუფლება ფასდება და არა ის, სადაც მონური მორჩილება ფასდება და პირიქით, თავისუფლება არის დასჯადი. ის საქართველო არის ჩვენი მიზანი, სადაც ლაღი, შემდგარი და განათლებული რეალიზებული ადამიანების საქართველოა. და არა ის საქართველო, სადაც ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტიდან მხოლოდ სახელწოდება დარჩა. ეს არ არის ის საქართველო, რომლისთვისაც უბრძოლია თაობებს", - განაცხადა ნიკა მელიამ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე