რეზონანსი
(19.11.2024)

კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე მელიქიშვილის გამზირზე მივიდა და საპროტესტო აქციას შეუერთდა.

ხაზარაძის თქმით, ქუჩის აქციები მნიშვნელოვანია და უნდა გაგრძელდეს, თუმცა გამოსავალი მხოლოდ ეს არ არის.

“ჩვენ გჭირდება სისტემური მუშაობა და ერთიანობა კოალიციებს შორის“- აღნიშნა მან.

მარტო ქუჩის აქციები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და უნდა გაგრძელდეს, არ არის გამოსავალი. ჩვენ გჭირდება სისტემური მუშაობა და ერთიანობა კოალიციებს შორის, ალტერნატიული სიმძიმის პოლიტიკური ცენტრის დაფიქსირება, სადაც პრეზიდენტი წამყვანი ფიგურა იქნება. არჩეული ოპოზიციური დეპუტატების უკან მილიონზე მეტი ხმა დგას. მნიშვნელოვანია, ხალხმა ნახოს არჩეული დეპუტატები ერთად, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებებს. ფორმას და სიტყვას ერთობლიობაში დიდი მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა ხაზარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე