რეზონანსი
(19.11.2024)

"უკრაინაში რუსეთის შეჭრის მე-1000 დღეს, რუსეთში გაგზავნილი ჩრდილოეთ კორეის ჯარისკაცების რაოდენობა შეიძლება 100000-მდე გაიზარდოს", - ამის შესახებ ევროპარლამენტის სპეციალურ პლენარულ სესიაზე, ვიდეო მიმართვისას, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„უკრაინამ, ევროპამ, შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა მთელ მსოფლიოში არა მხოლოდ შეუშალეს ხელი პუტინის მიერ უკრაინის ოკუპაციას, არამედ მიაღწიეს წარმატებას ევროპის ქვეყნების დაცვაში“, - თქვა ზელენსკიმ და მოკავშირეებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პუტინი ომს არ შეწყვეტს, ის გამარჯვებაზეა ორიენტირებული და დროთა განმავლობაში სიტუაცია უარესდება.

"რუსეთის ყველა თავდასხმას და მუქარას უნდა მოჰყვეს მტკიცე სანქციები. უნდა შესუსტდეს ქვეყნის შესაძლებლობა, დააფინანსოს ომი ნავთობის გაყიდვით, რაც რეჟიმის მაშველია. პუტინი არ აფასებს ადამიანებს და წესებს, ის აფასებს მხოლოდ ფულს და იარაღს. ეს არის ის, რაც უნდა წავართვათ მას", - გააცხადა ზელენსკიმ.

მან ასევე მიმართა უკრაინის პარლამენტს, მოუწოდა ხალხს გაერთიანებისკენ და თქვა, რომ 2025 წელი გადაწყვეტს იმას, თუ ვინ მოიგებს ომს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე