
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, თინა ბოკუჩავა "ტვ პირველის" ეთერში იმ გზავნილების შესახებ საუბრობს, რომელიც ევროპარლამენტში, საგარეო საქმეთა კომიტეტის შეხვედრაზე გაჟღერდა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებით, საქართველოს საკითხთან დაკავშირებით მწვავე დებატები გაიმართა. თინა ბოკუჩავა განმარტავს, რომ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებასთან დაკავშირებით არაერთი მოსაზრება გამოითქვა.
"სრული ერთსულოვნება არსებობდა, რომ ეს არჩევნები არ იყო სამართლიანი" - ამბობს "ერთიანობის" წარმომადგენელი.
ევროპარლამენტში იყო ძალიან მწვავე დებატები საქართველოსთან დაკავშირებით, სადაც პირდაპირ მოვისმინე მოწოდებები იმასთან დაკავშირებით, რომ მოხდეს მათ შორის ივანიშვილის დასანქცირება. სრული ერთსულოვნება იყო, რომ ეს არჩევნები არ იყო სამართლიანი და თავისუფალი და რომ ის არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. შესაბამისად ამ არჩევნებს არ ექნება აღიარება და ლეგიტიმაცია", ამბობს თინა ბოკუჩავა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



