რეზონანსი
(18.11.2024)

გარდაიცვალა სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, დამსახურებული პედაგოგი, მრავალი თაობების აღმზრდელი ნუგზარ ჯამბურია. იგი აღნიშნულ პოსტს 2014 წლიდან იკავებდა.

„მწუხარებას გამოვთქვამ გამორჩეული ადამიანური თვისებებით შემკული პიროვნების, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, ღირსეული სამტრედიელის და საუკეთესო ადამიანის, ბატონი ნუგზარ ჯამბურიას გარდაცვალების გამო. თანავუგრძნობ ოჯახს და ახლობლებს!“ - დაწერა სოციალურ ქსელში დავით ბახტაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე