რეზონანსი
(18.11.2024)

თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა - ინფორმაციას inforustavi.ge ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ავარია შეშელიძის ქუჩაზე მოხდა, რა დროსაც 1 ადამიანი დაიღუპა.

როგორც საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში აცხადებენ ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს ერთი ადამიანი გარდაცვლილი დახვდა, ერთი კი დაშავებული.

მათი ცნობით, დაშავებული სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.

inforustavi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე