რეზონანსი
(17.11.2024)

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, თბილისში პოლიციელის დაჭრასთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარებას გულისხმობს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, წყნეთის პოლიციის თანამშრომელს ვეძისში საკუთარ სახლთან გვიან ღამით ესროლეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე