რეზონანსი
(16.11.2024)

გენო პეტრიაშვილი ეროვნული ნაკრების საგულშემატკივროდ ბათუმში იმყოფება.
მისი განცხადებით, განწყობა ძალიან კარგია და საქართველოს საფეხბურთო ნაკრების გამარჯვების მოლოდინი აქვს.
"ძალიან კარგი განწყობაა, ველოდებით, რომ ჩვენი ბიჭები საუკეთესო შედეგს დადებენ. წვიმას არ აქვს მნიშვნელობა - მოვიგებთ," - განაცხადა გენო პეტრიაშვილმა.
დღეს ფეხბურთია - უეფა-ს ერთა ლიგის 2024-25 წლის სეზონის მეხუთე შეხვედრას საქართველოს ეროვნული ნაკრები უკრაინის წინააღმდეგ გამართავს.
შეხვედრას, 21:00 საათზე ბათუმში, "აჭარაბეთ არენაზე" გაიმართება.
საქართველო-უკრაინის საფეხბურთო მატჩის ნახვას გულშემატკივრები რესპუბლიკის მოედანზე დამონტაჟებულ მონიტორზეც შეძლებენ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



