რეზონანსი
(16.11.2024)

შემზარავი ავარია მოხდა თბილისში, გრიგოლ რობაიძის გამზირზე. მანქანა სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი, სავარაუდოდ, სიჩქარის გადაჭარბებაა.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება. ავარიის ამსახველ კადრებს სოციალურ ქსელში მოძრაობა "ჩემი ქალაქი მკლავს" აქვეყნებს და საზოგადოებას მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე