
2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმის თანახმად, „ქართულმა ოცნებამ" ამომრჩეველთა 53.93%-იანი მხარდაჭერა მიიღო და პარლამენტში 89 მანდატით იქნება წარმოდგენილი.
ოქმის თანახმადვე, საარჩევნო ბარიერი 4-მა ოპოზიციურმა პარტიამ გადალახა, მათგან ყველაზე ბევრი 19 მანდატი კი პარტიამ - „კოალიცია ცვლილებისთვის" მიიღო. „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობას" 16 მანდატი აქვს, „ძლიერი საქართველოს" 14; პარტიას, „გახარია საქართველოსთვის" 12.
საარჩევნო სუბიექტის შედეგები ასეთია:
„საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია" - 3 892 ხმა, 0.19%
„კოალიცია ცვლილებისთვის" - 229 161 ათასი ხმა, 11.03%, მანდატების რაოდენობა 19.
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა" - 211 216 ხმა, 10.17%, მანდატების რაოდენობა 16
„ევროპელი დემოკრატები" - 7955 ხმა, 0.38%; „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" - 50 599 ხმა, 2.44%
„ძლიერი საქართველო- ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!" - 182 922 ხმა, 8.81%, მანდატების რაოდენობა 14
„საქართველოს ლეიბორისტული პარტია" - 15 103 ხმა, 0.73%
„ჩვენი გაერთიანებული საქართველო" - 1845 ხმა, 0.09%
„შეცვალე საქართველო" - 12 528 ხმა, 0.60%
„საქართველო" - 2780 ხმა, 0.13%
„თავისუფალი საქართველო" - 4 145 ხმა, 0.20%
„ტრიბუნა" - 2 483 ხმა, 0.12%
„ჩვენ" - 2593 ხმა, 0.12%
„გახარია საქართველოსთვის" - 161 521 ხმა, 7.78%, მანდატების რაოდენობა 12.
„მემარცხენე ალიანსი" - 1260 ხმა, 0.06%
„ქართველ ერთობა" - 4500 ხმა, 0.22%
„გირჩი"- 62 223 ხმა, 3%
„ქართული ოცნება" - 1 120 053; 53.93%, მანდატების რაოდენობა 89.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



