
ასლან ბჟანია არ დათანხმებულა გადადგომას, მოლაპარაკებებში პაუზაა, - ამის შესახებ აფხაზმა ოპოზიციონერმა ადგურ არძინბამ განაცხადა.
„პრეზიდენტთან ერთად საუბარია ვიცე-პრეზიდენტზე, პრემიერ-მინისტრზე [მათ გადადგომაზე]. რა თქმა უნდა, ეს თავისთავად გასაგებია. ამ ეტაპზე დეპუტატები უკვე რამდენჯერმე შეხვდნენ მას [ბჟანიას]. ის, როგორც ჩვენთვის ცნობილია, კიდევ ცოტა დროს ითხოვს, მოსაფიქრებლად და ასე შემდეგ. ისეთი პროცესი მიმდინარეობს, რაღაცნაირი პაუზაა, როგორც ჩანს იქ, ერთმანეთში თათბირობენ," - განაცხადა არძინბამ.
ცნობისთვის, პარალელურად მედიაში აფხაზ ოპოზიციონერებზე დაყრდნობით ინფორმაცია ვრცელდება, რომ ოკუპირებული რეგიონის ე.წ. "პრეზიდენტი" ასლან ბჟანია ოპოზიციის მისი გადადგომის შესახებ მოთხოვნას დათანხმდა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



