რეზონანსი
(14.11.2024)

ეგვიპტის დედაქალაქ კაიროს ჩრდილო-აღმოსავლეთით პროვინცია პორტ-საიდში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სულ მცირე 12 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 5. შემთხვევა გუშინ მოხდა. სატვირთო მანქანა, ავტობუსი და სამი სხვა მანქანა ერთმანეთს შეეჯახა. ადგილზე სასწრაფო დახმარების და უსაფრთხოების სამსახურის ჯგუფები იყვნენ მობილიზებული. დაშავებულები სამკურნალოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ცუდი საგზაო პირობების, სიჩქარის და საგზაო მოძრაობის კანონების არასრული აღსრულების გამო, ეგვიპტეში ყოველწლიურად ათასობით ადამიანი იღუპება ავტოსაგზაო შემთხვევებში.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



