რეზონანსი
(13.11.2024)

 ტრამპის გეგმა რუსეთ-უკრაინის ომზე: რა ინფორმაციას ავრცელებს Fox News წყაროზე დაყრდნობით - "ნახავთ ადამიანს, რომელსაც დაევალება გამოსავლის პოვნა"

აშშ-ის არ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტი, დო­ნალდ ტრამ­პი უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში უკ­რა­ი­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით სპე­ცი­ა­ლურ წარ­მო­მად­გე­ნელს და­ნიშ­ნავს, რო­მელ­საც ომის და­სას­რუ­ლებ­ლად მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის წარ­მო­ე­ბა და­ე­ვა­ლე­ბა.

ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ამე­რი­კუ­ლი ტე­ლე­არ­ხი Fox News-ი წყა­რო­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

"ნა­ხავთ ძა­ლი­ან მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის წარ­მო­მად­გე­ნელს, დიდი სან­დო­ო­ბის მქო­ნე ადა­მი­ანს, რო­მელ­საც და­ე­ვა­ლე­ბა გა­მო­სავ­ლის პოვ­ნა, მშვი­დო­ბი­ა­ნი შე­თან­ხმე­ბის მიღ­წე­ვა. ამას მალე ნა­ხავთ," - გა­ნა­ცხა­და გა­მო­ცე­მის წყა­რომ.

აღი­ნიშ­ნე­ბა, რომ ეს ანა­ზღა­უ­რე­ბა­დი სა­მუ­შაო არ იქ­ნე­ბა.

ცნო­ბის­თვის, 2017 წლი­დან 2019 წლის ჩათ­ვლით უკ­რა­ი­ნა­ზე სპე­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლის ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს კურტ ვოლ­კე­რი ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით ას­რუ­ლებ­და.

კამ­პა­ნი­ის დროს, ტრამპმა არა­ერ­თხელ გა­ნა­ცხა­და, რომ შე­უძ­ლია, რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომი ერთ დღე­ში და­ას­რუ­ლოს. კი­თხვა­ზე, თუ - რო­გორ? - მას კონ­კრე­ტუ­ლი არა­ფე­რი უთ­ქვამს და ზო­გად პა­სუ­ხებს სცემ­და, მი­ა­ნიშ­ნა შე­თან­ხმე­ბის, ასე­ვე ამ შე­თან­ხმე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ზე ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე.

ტრამ­პის ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის შტა­ბის ორი ყო­ფი­ლი უფ­რო­სი­სა და მრჩევ­ლე­ბის მიერ მა­ის­ში და­წე­რილ კვლე­ვით ნაშ­რომ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი იყო, რომ აშშ-მა უკ­რა­ი­ნის­თვის ია­რა­ღის მი­წო­დე­ბა უნდა გა­აგ­რძე­ლოს, მაგ­რამ კი­ე­ვის მიერ რუ­სეთ­თან სამ­შვი­დო­ბო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის და­წყე­ბის პი­რო­ბით.

მა­თი­ვე თქმით, რუ­სე­თის წა­სა­ხა­ლი­სებ­ლად, და­სავ­ლე­თი უკ­რა­ი­ნის ნა­ტო­ში გა­წევ­რე­ბის გა­და­დე­ბის და­პი­რე­ბას გას­ცემს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ უკ­რა­ი­ნას ნა­ტო­ში გა­წევ­რე­ბა ასე ძა­ლი­ან სურს. ყო­ფილ­მა მრჩევ­ლებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ უკ­რა­ი­ნამ რუ­სუ­ლი ოკუ­პა­ცი­ის­გან თა­ვი­სი ტე­რი­ტო­რი­ის სრუ­ლად დაბ­რუ­ნე­ბის იმე­დი არ უნდა და­კარ­გოს, მაგ­რამ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი არ­სე­ბუ­ლი ფრონ­ტის ხა­ზე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე უნდა აწარ­მო­ოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე