რეზონანსი
(13.11.2024)

ცენ­ტრა­ლურ სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის შე­ნო­ბას­თან, სა­დაც ქა­ლე­ბი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ას მარ­თა­ვენ სა­ხელ­წო­დე­ბით "და­ვიბ­რუ­ნოთ ჩვე­ნი ხმა", სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა და შეხ­ლა-შე­მოხ­ლა იყო.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებს არ აღი­ა­რე­ბენ. ისი­ნი შე­ე­ცად­ნენ, ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის შე­ნო­ბა­ში შე­სუ­ლიყ­ვნენ, რისი სა­შუ­ა­ლე­ბაც მათ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა არ მის­ცეს.

ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბულ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს გა­ნუ­ცხა­დეს, რომ წეს­რიგს იცავ­დნენ და სწო­რედ ამ მიზ­ნით გა­აძ­ლი­ე­რეს უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი რამ­დენ­ჯერ­მე შე­ე­ცად­ნენ ჭიშ­კრის გა­ღე­ბას, რა­საც სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­თან სი­ტყვი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მოჰ­ყვა.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი გეგ­მა­ვენ, ცეს­კოს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბით მი­მარ­თონ და ხე­ლა­ხა­ლი არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბა მო­ი­თხო­ვონ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე