რეზონანსი
(12.11.2024)

 თბი­ლის­ში, ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე ერთ-ერთ ბი­ნა­ში, 2 ახალ­გაზ­რდა გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 23 წლის ბიჭი და 26 წლის გო­გო­ნა, სა­ვა­რა­უ­დოდ, წინა დღით არი­ან გარ­დაც­ვლი­ლე­ბი. მე­გო­ბარ­მა გან­გა­ში მას შემ­დეგ ატე­ხა, როცა ლაშა სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რებს არ პა­სუ­ხობ­და. საქ­მე­ში პო­ლი­ცია ჩა­ერ­თო და ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში პო­ლი­ცი­ამ ქალ-ვა­ჟის ცხედ­რე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნა.

მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა ოპე­რა­ტი­უ­ლად და­ი­წყო. ცხედ­რე­ბი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რო­ში გა­და­ას­ვე­ნეს და ახლა ექ­სპერ­ტი­ზა და­ად­გენს, რა გახ­და ახალ­გაზ­რდე­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი.

ჩვენ და­ვად­გი­ნეთ გარ­დაც­ვლილ­თა ვი­ნა­ო­ბა. ისი­ნი 23 წლის ლაშა მინ­დე­ლი და 26 წლის ელე­ნე ძინ­ძი­ბა­ძე არი­ან. ლა­შას ოჯა­ხი წლე­ბის მან­ძილ­ზე ქუ­თა­ის­ში ცხოვ­რობ­და, თუმ­ცა ბოლო რამ­დე­ნი­მე წე­ლია, რაც თბი­ლის­ში ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში გადმოვიდა. ის თბი­ლის­ში მუ­შა­ობ­და და ბი­ნაც, სა­დაც ცხედ­რე­ბი იპო­ვეს მას ჰქონ­და ნა­ქი­რა­ვე­ბი.

რაც შე­ე­ხე­ბა ელე­ნეს, თბი­ლის­ში ცხოვ­რობ­და. მას სამი შვი­ლი დარ­ჩა.

"სა­ში­ნე­ლი ამ­ბა­ვია, ელე­ნეს შე­სა­ხებ რაც გა­ვი­გეთ. ძა­ლი­ან კარ­გი გო­გო­ნა იყო. თბი­ლის­ში ცხოვ­რობ­და, თე­ლავ­ში იყო გა­თხო­ვი­ლი და როცა მე­უღ­ლეს გა­შორ­და კვლავ თბი­ლის­ში დაბ­რუნ­და. სამი შვი­ლი დარ­ჩა. პა­ტა­რე­ბი ბაღ­ში და­დი­ან, რო­გორც ვიცი, ერთი - სკო­ლა­ში" - ამ­ბო­ბენ ახ­ლობ­ლე­ბი.

წყარო: ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე