რეზონანსი
(12.11.2024)

ვილი სანიოლთან გაფორმდა ახალი კონტრაქტი - ფეხბურთის ფედერაცია უახლეს ინფორმაციას ავრცელებს

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის მთა­ვარ მწვრთნელს, ვილი სა­ნი­ოლ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ას შო­რის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ახა­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­ფორმ­და. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბი ავ­რცე­ლებს.

ახა­ლი კონ­ტრაქ­ტის თა­ნახ­მად ფრან­გი სპე­ცი­ა­ლის­ტი სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­ში 2028 წლის ჩათ­ვლით იმუ­შა­ვებს.

სფფ-ის პრე­ზი­დენ­ტი ლე­ვან კო­ბი­აშ­ვი­ლი იმე­დოვ­ნებს, რომ ფრან­გი მწვრთნე­ლი ნაკ­რებ­თან ერ­თად მო­მა­ვალ­ში კი­დევ უფრო მეტ შე­დე­გებს მი­აღ­წევს.

"მო­ხა­რუ­ლე­ბი ვართ, რომ ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა გრძელ­დე­ბა. ნა­ყო­ფი­ე­რი პე­რი­ო­დი გვაქვს ვილი სა­ნი­ოლ­თან ერ­თად და ბევრ წარ­მა­ტე­ბას მი­ვაღ­წი­ეთ. მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო მას და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მო­მა­ვალ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­თან ერ­თად კი­დევ უფრო მეტი შე­დეგს მი­აღ­წევს", - გა­ნა­ცხად აკო­ბი­აშ­ვილ­მა.

სფფ-ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი ალექ­სან­დრე იაშ­ვი­ლი კი აცხა­დებს, რომ ვინი სა­ნი­ო­ლის მი­მართ, ბევ­რი ნაკ­რე­ბი და კლუ­ბი იჩენს ინ­ტე­რესს, შე­სა­ბა­მი­სად, მო­ხა­რუ­ლია, რომ მას­თან ახა­ლი კონ­ტრაქ­ტი გა­ფორმ­და.

"ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ ვილი სა­ნი­ოლ­თან ახა­ლი კონ­ტრაქ­ტის გა­ფორ­მე­ბა შევ­ძე­ლით. ძა­ლი­ან ბევ­რი ნაკ­რე­ბი და კლუ­ბი იჩენ­და ინ­ტე­რესს მის მი­მართ. ერ­თად დიდი და წარ­მა­ტე­ბით გზა გა­მო­ვი­ა­რეთ. ჩვე­ნი მი­ზა­ნია, რომ მიღ­წე­უ­ლით არ დავ­კმა­ყო­ფილ­დეთ და უფრო მეტს მი­ვაღ­წი­ოთ ერ­თად", - აღ­ნიშ­ნავს იაშ­ვი­ლი.

ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი ვილი სა­ნი­ო­ლი აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში თავს ბედ­ნი­ე­რად გრძნობს და რა­ი­მეს შეც­ვლის მი­ზე­ზი არ ჰქო­ნია.

"მას შემ­დეგ, რაც ერთი ლა­მა­ზი ის­ტო­რია უკვე დავ­წე­რეთ, კი­დევ ერთი მსგავ­სი ის­ტო­რი­ის და­წე­რა შეგ­ვიძ­ლია ახალ პრო­ექ­ტად მი­ვიჩ­ნი­ოთ. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ეს შეგ­ვიძ­ლია და მსურს ამის ნა­წი­ლი ვიყო. სა­ქარ­თვე­ლო­ში თავს ბედ­ნი­ე­რად ვგრძნობ და რა­ი­მეს შეც­ვლის მი­ზე­ზი არ მქო­ნია. სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი უკვე ან­გა­რიშ­გა­სა­წე­ვი გუნ­დია ევ­რო­პა­ში და ამას უნდა მი­ვეჩ­ვი­ოთ. კი­დევ უფრო მეტი უნდა ვიშ­რო­მოთ, რათა გა­ვაგ­რძე­ლოთ ჩვე­ნი დო­ნის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა. გვსურს იმ გა­მოც­დი­ლე­ბის კი­დევ ერთხელ გა­ზი­ა­რე­ბა, რო­მე­ლიც გა­სულ ზა­ფხულს არა მხო­ლოდ გუნ­დმა, არა­მედ მთელ­მა ქვე­ყა­ნამ მი­ი­ღო", - აღ­ნის­ნავს სა­ნი­ო­ლი.

ვილი სა­ნი­ო­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებს 2021 წლის თე­ბერ­ვალ­ში ჩა­უდ­გა სა­თა­ვე­ში. მისი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ­მა ნაკ­რებ­მა, 42 მატ­ჩი ჩა­ა­ტა­რა, სა­ი­და­ნაც 20 მო­ი­გო, 6 ფრედ და­ას­რუ­ლა და 16-ჯერ და­მარ­ცხდა.

ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ვებგ­ვერ­დის თა­ნახ­მად, ვილი სა­ნი­ოლს უკავ­შირ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი პე­რი­ო­დი. მისი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­მა ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ითა­მა­შა და ევრო 2024-ის სა­უ­კე­თე­სო 16 გუნდს შო­რის მოხ­ვდა. უე­ფას ერთა ლი­გის C ლი­გა­ში გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი ამ დრო­ის­თვის B ლი­გა­ში ას­პა­რე­ზობს.

2025 წლი­დან ვილი სა­ნი­ო­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით ჩვე­ნი გუნ­დი მსოფ­ლი­ოს 2026 წლის ჩემ­პი­ო­ნა­ტის საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ეტაპ­ზე ითა­მა­შებს. ჯგუ­ფუ­რი ეტა­პის წი­ლისყრა13 დე­კემ­ბერს გა­ი­მარ­თე­ბა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე