რეზონანსი
(12.11.2024)

ოკუპირებულ აფხაზეთში ყველა დაკავებული ე.წ. ოპოზიციონერი გაათავისუფლეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ტელეგრამის არხი „რესპუბლიკა“ ავრცელებს.

შეგახსნებთ, რომ ომარ სმირი, გარი კოკაია, ალმასხან არძინბა, რამაზ ჯოპუა და ასლან გვარამია 11 ნოემბერს დააკავეს. ე.წ. ხელისუფლება აცხადებს, რომ მათ ე.წ. პარლამენტის დეპუტატის მიმართ “არამართლზომიერი ქმედებები“ ჩაიდინეს.

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ოპოზიციონერების დაკავებას საპროტესტო აქცია მოჰყვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე