რეზონანსი
(12.11.2024)

პარტია გახარია საქართველოსთვის ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობაბდე "სიების ჩახსნა" არ არსებობს. მან ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა.
მეზვრიშვილის თქმით, ამ პარლამენტს ლეგიტიმაცია არ უნდა ჰქონდეს.
"არ არსებობს არც „სიების ჩახსნა“ პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობამდე (საარჩევნო კოდექსის მუხლი 120) და არც ცესკოს მიერ რეგისტრაციაზე უარის თქმა (საარჩევნო კოდექსის მუხლი 131). როცა იურიდიულ ნონსენსზე მიდიხარ, რბილად რომ ვთქვა, იწვევ ამომრჩევლის დამატებით იმედგაცრუებას. კი, ამ პარლამენტს ლეგიტიმაცია არ უნდა ჰქონდეს. არასოდეს მოგვიტყუებიხართ. ვერც ახლა მოგატყუებთ", - წერს მეზვრიშვილი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



