რეზონანსი
(11.11.2024)

ქართული მთავრობა ვერ აბარებს გამოცდას - აცხადებს ლიეტუვას პარლამენტის წევრი, ჟიგიმანტას პავილიონისი ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე საუბრისას.

მისი თქმით, გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები მთავრობათაშორისი პროცესია და როდესაც "ოცნება" გარანტიას იძლევა, ის უბრალოდ იტყუება:

"მიერთების მოლაპარაკება გახლავთ მთავრობათაშორისი პროცესი. ერთი შეცდომაც საკმარისია, რომ შეწყდეს პროცესი. როდესაც ქართული ოცნება ამბობს, რომ მათ შეუძლიათ გარანტია მიერთების, ისინი იტყუებიან"- თქვა პავილიონისმა პრეზიდენტ ზურაბიშვილთან, ევროპელი დეპუტატების შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.[სინქრონული თარგმანი]

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე