რეზონანსი
(10.11.2024)

უკრაინელებმა რუსეთის ბრიანსკის ოლქში მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ცენტრზე დრონებით იერიში მიიტანეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ტერიტორიაზე, სულ მცირე, 8 აფეთქება და ძლიერი ხანძარი დაფიქსირდა.
ცნობისთვის, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ ქვეყნის ტერიტპრიაზე 70 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, მათ შორის 14 ბრიანსკის ოლქში.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



