რეზონანსი
(09.11.2024)

ახალციხე–ვალის დამაკავშირებელ გზაზე ავარია მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახა. ადგილზე იმყოფება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი. კლინიკაში გადაყვანილია სამი ადამიანი.
ავარიის გამო, მოძრაობა შეფერხებულია.
მომხდარზე გამოძიება სსკ–ის 276–ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. სამართალდარღვევა ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
წყარო: სამხრეთის კარიბჭე
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



