რეზონანსი
(09.11.2024)

"უნდა დავანახოთ ყველას, რომ საქართველოში პროევროპული არჩევანი ცოცხალია" - "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე ხალხს დღეს აქციაზე გასვლისკენ მოუწოდებს. 

დოლიძის თქმით, ახლა არჩევნების შედეგებით გაბრაზებული ყველა მოქალაქე ქუჩაში უნდა გავიდეს.

მნიშვნელოვანია, რომ ყველა, ვინც გაბრაზებულია არჩევნების შედეგით, შემოგვიერთდეს. ეს არის სპეციალურად შაბათ დღეს. ჩვენ უნდა დავანახოთ ყველას, რომ იმ ხალხმა, ვინც გააკეთა პროევროპული არჩევანი და იცავს ამ არჩევანს, ბევრი ვართ. პროტესტი, ბუნებრივია არის განგრძობადი და ჩვენ მუდმივად უნდა დავანახოთ მთავრობას, მაგრამ აევე ჩვენს უცხოელ მეგობრებს, რომ საქართველოში პროევროპული არჩევანი ცოცხალია", - აცხადებს ანა დოლიძე. 

პროტესტის ხმას დღეს მთელი თბილისი გაიგებს - დღეს ზუსტად 15:00 საათზე დედაქალაქში საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართება. პროდასავლური ოპოზიცია ქალაქის ცენტრალურ ქუჩები მხარდამჭერებთან ერთად მსვლელობით გააპროტესტებს არჩევნების მიტაცებას. მოქალაქეები დღეს ქალაქის ორ ლოკაციაზე დაიწყებენ შეკრებას.

ხალხის ნაწილი მეტროსადგურ სახელწიფო უნივერსიტეტის, ნაწილი კი მეტროსადგურ მარჯანიშვილის მიმდებარე ტერიტორიებიდან დაიძვრებიან. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე