რეზონანსი
(08.11.2024)

კრაინის სამხედრო ტყვეების საქმეთა საკოორდინაციო შტაბი იტყობინება, რომ უკრაინამ და რუსეთმა დაღუპული სამხედროების ცხედრები გაცვალეს.
შტაბის ინფორმაციით, უკრაინამ 563, ხოლო რუსეთმა 37 სამხედროს ცხედარი დაიბრუნა. დაღუპულთა ვინაობის დასადგენად, სამხედროთა ცხედრები შესაბამის დაწესებულებებს გადაეგზავნება.
უკრაინელ მებრძოლებს შორის 320 სამხედრო დონეცკის მიმართულებით, 89 - ბახმუტში დაიღუპა, ხოლო კიდევ 154 ჯარისკაცის ცხედრები რუსეთში, მორგებში იპოვეს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



