ახალგაზრდა სამხედრო სროლის სწავლებას გადიოდა და საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა! - სად მოხდა ტრაგედია?
რეზონანსი
(08.11.2024)

ტრაგედია იმერეთში. დასავლეთ სარდლობის ქვედანაყოფების საველე ბანაკში სამხედრო გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა სროლის სწავლებებს გადიოდა, რა დროსაც ის საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა.
თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ადგილზე, მომხდარის დეტალებზე არ საუბრობენ. სამინისტროს ჯერჯერობით არც ოფიციალური ინფორმაცია გაუვრცელებია.
გამოძიებამ უნდა დაადგინოს, იყო ეს უბედური შემთხვევა, თუ სუიციდი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



