რეზონანსი
(08.11.2024)

რუსთავი-ლილოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. საინფორმაციო სააგნტო "ინფო რუსთავის" ცნობით, ერთმანეთს ავტომობილი და ტრაილერი შეეჯახა. შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.
შეჯახების დროს ავტომობილის ზეთი სამანქანო გზაზე დაიქცა. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით სამართალდამცავებმა გზა გადაკეტეს და სხვა ავტომობილები ალტერნატიულ გზის მონაკვეთზე გადაამისამართეს.
რუსთავი-ლილოს გზაზე რამდენიმე საათის განმავლობაში მოძრაობა შეფრხებული იყო.
ინფო რუსთავი
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



