
"გახარია საქართველოსთვის" ლიდერი, ლევან გოგიჩაიშვილი სამართლიანი არჩევნების მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებს ეხმიანება.
საუბარია, ISFED-ის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც 23 საარჩევნო უბანზე იმაზე მეტი კაცი ამომრჩეველი მივიდა, ვიდრე რეგისტრირებული იყო.
გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ დადასტურდა, რომ "ქართულმა ოცნებამ" არჩევნებზე კარუსელი დაატრიალდა:
ეს არის კლასიკური მტკიცებულება იმისა, როგორ კეთდებოდა კარუსელი: მეტი კაცი ამომრჩეველი აღმოჩნდა მხოლოდ იმის გამო, რომ კაცებმა იარეს კარუსელზე და "ქართული ოცნების" ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტი ამ კარუსელის იყვნენ, როგორც ჩანს კაცები. აი ამ სიტუაციაზეა მოჭრილი ჩვენი მოთხოვნა, რომ ვერიფიკაციის აპარატით ჩვენ დავადგენთ ზუსტად იმ ადამიანების რაოდენობას, რიცხვს, რა მასშტაბის კარუსელს ატრიალებდა "ქართული ოცნება" არჩევნებზე", - აცხადებს ლევან გოგიჩაიშვილი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



