რეზონანსი
(07.11.2024)

დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ინაუგურაციამდე დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის კომუნიკაცია გამორიცხული არ არის.

„ეს გამორიცხული არ არის. ხომ თქვა, რომ ინაუგურაციამდე პუტინს დაურეკავდა. ეს მისი სიტყვებია“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა.

მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციას აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბთან კონტაქტი არ ჰქონია და ასევე, აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინი აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან დაკავშირებას არ გეგმავს.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე