რეზონანსი
(06.11.2024)

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტამდე ევროპელ ლიდერებს ესაუბრა.

ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეხუთე სამიტი 7 ნოემბერს ბუდაპეშტში გაიმართება. მას პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძეც დაესწრება. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილი ესაუბრა:

ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს;

ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს;

პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ანდჟეი დუდას;

მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტს, მაია სანდუს;

პორტუგალიის რესპუბლიკის პრეზიდენტს, მარსელუ რებელუ დი სოზას;

ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტს ედგარს რინკევიჩსს;

ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ალარ კარისს;

ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრ ალექსანდრ დე კროს;

შვედეთის სამეფოს პრემიერ-მინსიტრ ულფ კრისტერსონს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე