რეზონანსი
(06.11.2024)

საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს წიწამურში, სადაც საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა, შემთხვევას მსხვერპლიც მოჰყვა- დაშავდა 1 და დაიღუპა 1 ადამიანი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სახლში ხელყუმბარა აუფეთქდათ. გამოძიება სიცოცხლის გაუფრთხილებლობის მუხლით მიმდინარეობს.
ადგილობრივების თქმით, პირები მათი თანასოფლელები არ არიან და აფეთქების ხმა არ გაუგიათ.
წყარო:formulanews.ge
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



