რეზონანსი
(06.11.2024)

ძალიან გვიხარია, რომ აშშ-შიც მშვიდობა და ტრადიციული ფასეულობები იმარჯვებს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„მინდა, პირველ რიგში, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ და მეგობარ ქვეყანაში მიმდინარე თუ დასრულებულ არჩევნებს გამოვეხმაურო. ძალიან გვიხარია, რომ აშშ-შიც მშვიდობა და ტრადიციული ფასეულობები იმარჯვებს, დანარჩენი, როდესაც ოფიციალურად გამოცხადდება შედეგები, ჩვენი სხვა ლიდერებიც გააკეთებენ ამაზე განცხადებებს", - განაცხადა მდინარაძემ.

წინასწარი მონაცემებით, დონალდ ტრამპმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე