რეზონანსი
(06.11.2024)

რესპუბლიკურმა პარტიამ სენატზე კონტროლი დაიბრუნა. მათ ზედა პალატაში უმრავლესობა, მინიმუმ 51 ადგილი მოიპოვეს.  დემოკრატები ჯერჯერობით მხოლოდ 42-ს ადგილი აქვთ გარანტირებული.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელები  ასევე უსწრებენ დემოკრატებს. ბოლო მონაცემებით ისინი იღებენ 176 ადგილს, დემოკრატებს ჯერ-ჯერობით 139 აქვთ მოპოვებული. პალატაში უმრავლესობის მისაღებად 218 მანდატია საჭირო.

არჩევნებამდე დემოკრატებს მცირე უპირატესობა ჰქონდათ სენატში (51 მანდატი 49-ის წინააღმდეგ), ხოლო რესპუბლიკელები აკონტროლებდნენ წარმომადგენელთა პალატას (220 212-ის წინააღმდეგ). რესპუბლიკელებმა სენატში უმრავლესობა 2020 წელს დაკარგეს. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე