რეზონანსი
(05.11.2024)

ხანძარია ამ წუთებში თბილისში - დადიანის ქუჩაზე სპორტული კომპლექსის შენობა იწვის. ცეცხლი შენობის სახურავზე გაჩნდა.
როგორც ვებგვერდს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, ცეცხლი შრომითი რეზერვების შენობაში გაჩნდა. მათივე თქმით, ადგილზე ამ დროისთვის მეხანძრე-მაშველები მუშაობენ. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია უწყებაში არ შესულა.
ამ ეტაპზე დეტალები უცნობია.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



