რეზონანსი
(05.11.2024)

 თურქეთში, იზმირში, ნავთობის გადამამუშავებელ ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად, 12 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ სხვადასხვა ხარისხის დამწვრობები მიიღეს.

აფეთქება, ქარხანაში გეგმური სწავლების დროს მოხდა. ადგილობრივების განცხადებით, აფეთქების ბიძგები მეზობელ რაიონებშიც იგრძნობოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე