რეზონანსი
(04.11.2024)

ოპოზიციამ არჩევნების გაყალბების ერთი არგუმენტიც ვერ წარმოადგინა. მთელი მათი პროპაგანდა არის ჭორაობა, სიცრუე და საკუთარ ამომრჩეველთან თავის მართლება, - ამის შესახებ არლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

იონათამიშვილის თქმით, „როგორც ჩანს, სიცრუისა და ტყუილისკენ არის მიმართული დავალება, რაც მათ მიიღეს".

„მათთვისსაც უკეთესი იქნებოდა, ამომრჩეველს სიმართლეს ეუბნებოდნენ, მაგრამ ამის არც უნარი აქვთ, არც რესურსი. როგორც ჩანს, სიცრუისა და ტყუილისკენ არის მიმართული დავალება, რაც მათ მიიღეს. მოვისმინეთ ობიექტური დამკვირვებლების, მათ შორის საერთაშორისო შემფასებლების არაეთი განცხადება, რომ საქართველოში არჩევნები ბევრად მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული, ვიდრე ევროპის ცალკეულ ქვეყნებში. ფაქტი როდესაც არ გაქვს, ჭორაობას მიმართავ. ჭორიკანა ოპოზიცია საზოგადოების ნდობას არ იმსახურებს", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე