რეზონანსი
(04.11.2024)

დღეიდან, ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველა მოქალაქისთვის უფასოა. იმუნიზაცია მიმდინარეობს ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინით.
პრეპარატი ერთ-ერთია, რომელსაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია უწევს რეკომენდაციას. ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.
პროგრამით პირველ ეტაპზე რისკ ჯგუფებმა ისარგებლეს. ამ დრომდე, ქვეყნის მასშტაბით 37 ათასზე მეტი მოქალაქე უკვე აიცრა. აცრა ექვსი თვის ასაკიდანაა შესაძლებელი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



