რეზონანსი
(04.11.2024)

ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ცნო­ბი­ლი ძი­რი­თა­დი სო­ცი­ა­ლუ­რი თუ გა­სარ­თო­ბი პლატ­ფორ­მე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის, ასე­ვე “ინფლუ­ენ­სე­რე­ბის“ შეხ­ვედ­რის დე­ტა­ლებ­ზე სა­უბ­რობს.

„ერ­თო­ბა ოპო­ზი­ცი­ას შო­რის არ­სე­ბობს. ის, რომ ვი­ღა­ცას ცალ­კე, თა­ვი­სი ფრონ­ტი აქვს გახ­სნი­ლი, ეს დი­დად არა­ფერს ცვლის. რო­დე­საც ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რი აცხა­დებს, რომ უერ­თდე­ბა აქ­ცი­ას და აქ­ცი­ა­ზე პი­რა­დად არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი, ეს უკვე ნიშ­ნავს ერ­თო­ბას. არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა ის ხალ­ხთან იდ­გე­ბა თუ სცე­ნას­თან.

რა­ღა­ცე­ბის თქმა შე­მიძ­ლია – რა­ღა­ცებს ვერ ვი­ტყვი. მა­გა­ლი­თად, ვი­ღა­ცა თუ ელო­დე­ბა, რომ რუს­თა­ველ­ზე მივ­ლენ, დაყ­რი­ან კარ­ვებს და შიგ­ნით ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რე­ბი შევ­ლენ, გა­ი­ყი­ნე­ბი­ან, უფუნ­ქცი­ო­ე­ბი იქ­ნე­ბი­ან, უე­ნერ­გი­ო­ე­ბი და ძა­ლი­ან არა­ე­ფექ­ტუ­რე­ბი – არა! ასე­თი ტი­პის გეგ­მა არ აქვთ.

ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იდე­ე­ბი აქვთ და ფიქ­რო­ბენ, რომ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყოს, გაშ­ლა, ჩაშ­ლა… ჩვე­ნი კონ­ცენ­ტრი­რე­ბა მოხ­დეს არა იმა­ზე, რომ რუს­თა­ველ­ზე შე­ვიკ­რი­ბეთ, გა­ვა­თე­ნეთ, და­ვი­ღა­ლეთ. მერე ვი­ღა­ცა 100 კაცი დარ­ჩა და გა­წუ­წეს, გაზი შე­ას­ხეს და სცე­მეს. ანუ, არ სურთ იმ გზის გავ­ლა, რო­მე­ლიც ას­ჯერ გაგ­ვივ­ლია.

მე­გობ­რე­ბო, შე­იძ­ლე­ბა ერთი დღე იყოს წარ­მა­ტე­ბუ­ლი, მე­ო­რე დღე იყოს წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი, მაგ­რამ ჩვენ ამის­თვის უნდა ვი­ყოთ მზად. მთა­ვა­რია ვი­ცო­დეთ, რომ ეს არის პრო­ცე­სი, რო­მე­ლიც არ არის ერ­თდღი­ა­ნი, მაგ­რამ არც ძა­ლი­ან გრძელ­ვა­დი­ა­ნია,“ – მი­მარ­თა ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ან­მა გა­მომ­წე­რებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე