რეზონანსი
(04.11.2024)

მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მაია სანდუმ გაიმარჯვა. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით ,ხმების 99%-ის დათვლის შედეგად პროევროპელ კანდიდატს მაია სანდუს 55.25% ( 923610 ხმა) აქვს, მის კონკურენტს ალექსანდრ სტოიანოგლუს კი 44.75% (748 161). მაია სანდუს გამარჯვებაში გადამწყვეტი როლი დიასპორამ შეასრულა. მან საზღვარგარეთ გახსნილი საარჩევნო უბნების ხარჯზე გაიმარჯვა, სადაც დიასპორამ ხმა მასობრივად სწორედ მოქმედ პრეზიდენტს მისცა. ეს სანდუს მეორე საპრეზიდენტო ვადა იქნება.

ბიულეტენების 100 პროცენტია დათვლილი მოლდოვის ტერიტორიაზე, სადაც ამომრჩევლების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ალექსანდრე სტოიანოგლოს, რომელმაც 51,19 პროცენტი მიიღო, სანდუმ კი 48,81 პროცენტი დააგროვა. თუმცა,სანდუს უპირატესობაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქვეყნის საზღვრებს გარეთ გახსნილ უბნებზე დაფიქსირებულმა შედეგებმა.

ამ ეტაპზე საზღვარგარეთ გახსნილი უბნების 85 პროცენტია დათვლილი, სადაც სანდუმ ხმების 81.89 პროცენტი მიიღო, ხოლო სტოიანოგლომ – 18.11 პროცენტი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე