რეზონანსი
(03.11.2024)

რუსთავში, შარტავას გამზირზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია.

"ინფო რუსთავის ინფორმაციით, მოხდა კორპუსის მცხოვრებთა ევაკუაცია.

სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

"ინტერპრესნიუსი" მომხდარის შესახებ დამატებით ინფორმაციას შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში არკვევს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე