რეზონანსი
(03.11.2024)

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის თქმით, ამ დრომდე მხოლოდ უსაფუძვლო ბრალდებები ისმის, მტკიცებულებები კი არ არსებობს.
„მაშინ, როდესაც ასეთი მძიმე ბრალდებები ისმის, რასაც არ მოჰყვება ისეთი მტკიცებულებები, ფაქტები, რა თქმა უნდა ეს გვაძლევს იმ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ ეს არის მიზანმიმართული, რომ საზოგადოებაში შეიქმნას პერცეფცია, თითქოს არჩევნები გაყალბდა და ამით დაზიანდეს ინსტიტუცია, საარჩევნო გარემო და გაჩნდეს კითხვები არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით. დღევანდელ დღემდე ჩვენ მხოლოდ უსაფუძვლო ბრალდებები და შეფასებები მოვისმინეთ“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



